ჩვენ შესახებ

უფასო მიტანა

24/7 ლაივ ჩათი

ონლაინ გადახდა

1
წლიდან ბაზარზე
1 +
ერთგული ფოლოვერები
1 +
პროდუქცია
1 +
ბედნიერი მომხმარებლები

სენვი იმედზე

მოგესალმებით!

ჯანსაღი კვების ობიექტი“ ISO ” სერთიფიკატის მქონე რესტორანი სენვი 2018 წლიდან აქტიურად არსებობს ბაზარზე. მაღალი კვალიფიკაციის მქონდე პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, სრულიად ინარჩუნებს მაღალ ხარისხს, როგორც კონდიტერიაზე, ასევე კაფეტერიასა და რესტორნის მუშაობის სტილზე.

სენვის კონდიტერიის ფრანგული ხაზი, ძალიან პოპულარულია საზოგადოებაში. ჩვენთან მზადდება ექსკლუზიური ნამცხვრები, ასევე რესტორნის კონდიტერთა გუნდი იღებს ტორტების სპეციალურ შეკვეთებს, რომელიც ყოველთვის შთამბეჭდავი გამოდის. სენვის პერსონალს შეუძლია ნებისმიერი მომსახურეობის გაწევა, რაც კვებას ეხება.

სენვის მიმზიდველი და უცხო ინტერიერი, ჩვენთან მოსულ სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს, იგრძნონ თავი საოცარ გარემოში, ამას ხელს უწყობს აკადემიური დონის მომსახურეობა. ასევე თქვენ გეძლევათ საშუალება სამზარეულოს დიდი და ღია ფანჯრიდან დააკვირდეთ კერძის მომზადების პროცესს. ადგილზე დაგხვდებათ მზა კერძების ფართო არჩევანი: (დესერტები, ცივი/ცხელი კერძები), რომლის ყიდვაც პირდაპირ ვიტრინიდან იქნება შესაძლებელი.

სენვის გუნდის წევრია , ცნობილი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა ,რომელიც სენვის შეფ მზარეულს , რჩევებისა და რეკომენდაციების სახით გამოცდილებას უზიარებს .

რესტორნის კრეატიული გუნდის წყალობით , 2019 წლის დეკემბერში სენვი გახდა წლის ინოვაციური კომპანია და მიიღო ქართული ბრენდის საპატიო ჯილდო.